ARTAREA ED
ამბის თხრობა

ამბის თხრობა

მასწავლებელი: ქეთი დევდარიანი

ხანგრძლივობა
3 თვე (12 კვირა)
განრიგი
კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი 19:00 ან 21:00, კვირა 16:00 ან 18:00 · 16 სექტემბრიდან
ღირებულება
327 ლარი თვეში
ფორმატი
აუდიტორია

იწყება: 16 სექ. 2026

კურსის შესახებ

12-კვირიანი პრაქტიკული კურსი მონაწილეებს დაეხმარება, ამბის იდეიდან დასრულებულ ტექსტამდე მივიდნენ და ფინალურ შეხვედრაზე საკუთარი ნამუშევარი წარადგინონ.

კურსის გეგმა

1. ამბის ძალა

თეორიული ნაწილი: რა არის ამბავი, რატომ უყვართ ადამიანებს ამბების მოსმენა და რა როლი აქვს ისტორიას კულტურასა და ყოველდღიურობაში.

პრაქტიკული ნაწილი: თითოეული მონაწილე ერთი წუთის განმავლობაში ჰყვება ბოლო კვირის ამბავს. თამაში „ამბის გაგრძელება“ — ერთი მონაწილე იწყებს, შემდეგი კი აგრძელებს.

მასალები: დაფა, მარკერები, რვეულები და კალმები.

დავალება: დღიურში ერთი დღის ამბის ჩაწერა და შემდეგ შეხვედრაზე წაკითხვა.

2. პერსონაჟები

თეორიული ნაწილი: პერსონაჟის მნიშვნელობა. როგორ ვაჩვენოთ გმირის მიზნები და დაბრკოლებები.

პრაქტიკული ნაწილი: პერსონაჟის შექმნა სამი კითხვით: „ვინ არის?“, „რა უნდა?“ და „რა უშლის ხელს?“. მონაწილეები ხატავენ საკუთარ პერსონაჟს და სამი სიტყვით აღწერენ.

მასალები: ქაღალდები, ფლომასტრები და ფანქრები.

დავალება: პერსონაჟის გამოგონება, რომელსაც განსაკუთრებული სურვილი ან მიზანი აქვს.

3. კონფლიქტი

თეორიული ნაწილი: კონფლიქტი, როგორც სიუჟეტის მამოძრავებელი ძალა.

პრაქტიკული ნაწილი: ჯგუფური დისკუსია საყვარელ ფილმებში მთავარი კონფლიქტის აღმოსაჩენად. თამაში „კონფლიქტის ამოცნობა“ — მოცემულ სიტუაციაში პრობლემის პოვნა.

მასალები: დაფა და მარკერები.

დავალება: მოკლე ამბის დაწერა პერსონაჟზე, რომელსაც დაბრკოლება აქვს.

4. სიუჟეტის სტრუქტურა I

თეორიული ნაწილი: დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული.

პრაქტიკული ნაწილი: ფრაგმენტებად დაყოფილი ამბის სწორად აწყობა. ჯგუფური დავალება — რამდენიმე მოცემულობისგან ამბის შექმნა.

მასალები: წინასწარ მომზადებული ტექსტის ფრაგმენტები.

დავალება: საკუთარი ამბის სქემის შექმნა 5-7 წინადადებით.

5. სიუჟეტის სტრუქტურა II

თეორიული ნაწილი: სიუჟეტის განვითარება, კულმინაცია და გმირის მოგზაურობის მარტივი მოდელი.

პრაქტიკული ნაწილი: სიუჟეტის რუკის შევსება. გმირის მარშრუტისა და პრობლემების რუკის შექმნა.

მასალები: სქემები და ქაღალდები.

დავალება: ამბის დაწერა, რომელშიც გმირი რთულ გადაწყვეტილებას იღებს.

6. დიალოგი

თეორიული ნაწილი: რეალური და მხატვრული დიალოგის განსხვავება.

პრაქტიკული ნაწილი: წყვილებში მოკლე დიალოგის დაწერა. დიალოგური სცენის წაკითხვა და როლური გათამაშება.

მასალები: რვეულები და კალმები.

დავალება: 1-2 გვერდიანი ამბის დაწერა, რომელშიც დიალოგი მთავარ როლს ასრულებს.

7. გარემო და ატმოსფერო

თეორიული ნაწილი: როგორ ვაჩვენოთ სივრცე და ატმოსფერო ხუთი შეგრძნების გამოყენებით.

პრაქტიკული ნაწილი: ნაცნობი ადგილის აღწერა მხოლოდ სუნის, ფერის ან ხმის გამოყენებით. ტექსტების ჯგუფში წაკითხვა და მათ მიერ შექმნილი განწყობის განხილვა.

მასალები: რვეულები და ფლომასტრები.

დავალება: სცენის შექმნა, რომელშიც გარემო გმირის ემოციას გამოხატავს.

8. ემოცია და მეტაფორა

თეორიული ნაწილი: ემოციის როლი ისტორიაში. მეტაფორებისა და სიმბოლოების გამოყენება.

პრაქტიკული ნაწილი: ერთი და იმავე ამბის მოყოლა სამ განსხვავებულ ემოციაში — მხიარულად, სევდიანად და დრამატულად. მეტაფორების ძიება ყოველდღიურ გარემოში.

მასალები: რვეულები და კალმები.

დავალება: ამბის დაწერა, რომელშიც მინიმუმ ერთი მეტაფორაა გამოყენებული.

9. პერსპექტივა და მთხრობელი

თეორიული ნაწილი: პირველი და მესამე პირი. სანდო და არასანდო მთხრობელი.

პრაქტიკული ნაწილი: ერთი და იმავე ამბის ჯერ პირველი, შემდეგ კი მესამე პირით მოყოლა. არასანდო მთხრობელის მაგალითის შექმნა.

მასალები: დაფა და რვეულები.

დავალება: საკუთარი ამბის სხვა პერსპექტივით გადაწერა.

10. იუმორი და დრამა

თეორიული ნაწილი: როგორ ვიმუშაოთ განსხვავებულ ტონალობაზე.

პრაქტიკული ნაწილი: ერთი ამბის ორი ვერსიის შექმნა — იუმორისტული და დრამატული. ჯგუფი აფასებს, რომელი ვერსია უფრო მოქმედებს.

მასალები: მოკლე ტექსტები და ვიდეოფრაგმენტები.

დავალება: 1-2 გვერდიანი ამბის დაწერა იუმორით ან დრამატული ტონით.

11. ამბის საბოლოო ფორმა

თეორიული ნაწილი: რედაქტირების მნიშვნელობა და ტექსტის ზედმეტი დეტალებისგან გაწმენდა.

პრაქტიკული ნაწილი: მონაწილეები ერთმანეთის ტექსტებს კითხულობენ და რჩევებს უზიარებენ.

მასალები: დაბეჭდილი ტექსტები და კალმები.

დავალება: საკუთარი ამბის დასრულება პრეზენტაციისთვის.

12. ფინალური პრეზენტაცია

თეორიული ნაწილი: საჯარო გამოსვლის ტექნიკა — ხმა, ტონი, პაუზა და ჟესტი.

პრაქტიკული ნაწილი: ხმისა და რიტმის სავარჯიშოები. თითოეული მონაწილე საკუთარ ამბავს წარადგენს.

მასალები: პატარა სცენა და ტელეფონი ან კამერა ჩასაწერად.

დავალება: წერილობითი ტექსტის ან აუდიოჩანაწერის მომზადება თემაზე: „რას ნიშნავს ჩემთვის ამბის მოყოლა?“