დაგეგმეთ თქვენი შვილების ყველაზე მხიარული შაბათი და კვირა ჩვენთან ერთად!
საკვირაო სკოლა 6-12 წლის ბავშვებს 10-თვიან შემეცნებით-გასართობ პროგრამას სთავაზობს. პატარებს ელით დიდი აღმოჩენები ხელოვნების, მითოლოგიის, იოგისა და ემოციური ინტელექტის სამყაროში.
- ასაკი
- 6–12 წელი
- ხანგრძლივობა
- 10 თვე
- განრიგი
- შაბათი ან კვირა, 10:00–16:00 (თვეში 4 შეხვედრა)
- ღირებულება
- 485 ლარი თვეში
რას ვაკეთებთ ერთად?
- აღმოვაჩენთ ხელოვნების სამყაროს
- ვესტუმრებით მუზეუმებს
- მოვაწყობთ საინტერესო ტურებს ქალაქში
- იოგითა და მოძრაობით უკეთ გავიცნობთ საკუთარ თავს
- განვავითარებთ ემოციურ ინტელექტს
- შევხვდებით საინტერესო სტუმრებს და მოვისმენთ მათ ისტორიებს
სასწავლო დღის განმავლობაში ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან საუზმითა და ლანჩით.