ARTAREA ED
გასტრონომია

ქართული გასტრონომიული კულტურა

მასწავლებელი: დალი ცატავა

ხანგრძლივობა
2 თვე
განრიგი
ოთხშაბათი, 19:00 · 16 სექტემბრიდან
ღირებულება
300 ლარი თვეში
ფორმატი
აუდიტორია

იწყება: 16 სექ. 2026

კურსის შესახებ

კურსი აერთიანებს ქართული გასტრონომიული კულტურის ენას, ისტორიას, რეგიონულ მრავალფეროვნებასა და რიტუალურ მნიშვნელობებს.

კურსის გეგმა

1. ტერმინები და კულტურული მემკვიდრეობა
  • მნიშვნელოვანი და აქტუალური ტერმინები: გასტრონომიული კულტურა, ტრაპეზი, გასტრონომია, კულინარია, ვეგანი, ვეგეტარიანელი, გურმე, გურმანი, ფასტფუდი, სლოუფუდი და სტრიტფუდი.
  • კულინარია, როგორც არამატერიალური კულტურული ფასეულობა.
  • იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ქართული ნომინაციები.
2. გასტრონომიული თბილისი
  • საქართველოს არამატერიალურ ფასეულობათა ეროვნული ნუსხა და მისი დაცვის სისტემა.
  • თბილისური „რეპერტუარი“ ქართულ მენიუში.
  • თბილისის ბაზრები, დუქნის კულტურა და დუქანდარები.
  • ყავახანები და ყავანჩები.
  • თბილისის აბანოების გასტრონომია.
3. სამეგრელოსა და აფხაზეთის გასტრონომიული კულტურა
  • „სამარგალო გალო შხვა რე“ — სამეგრელოსა და აფხაზეთის გასტრონომიული კულტურა.
  • მახორობა და დოხორე.
  • „ვაშინერს“ — ტაბუ და აკრძალვა.
  • საახალწლო რიტუალები და „კუჩხა“ — თანაფა, სხვადასხვა რიტუალი და მათთან დაკავშირებული კერძები.
  • აჯიკა და სუნელის კულტურა.
  • „ჰამოს“ კულტურა და გასტრონომია.
  • აფხაზეთის „გემო“.
4. ქართული სამზარეულოს განვითარება და რეგიონული მრავალფეროვნება
  • ქართული გასტრონომიული კულტურის განვითარების გზები.
  • ქართული სამზარეულოს უმთავრესი მახასიათებლები.
  • რეგიონული ქართული სამზარეულო და მისი თავისებურებები.
  • გულსართიანები — ხაჭაპური, მხლოვანები და რიტუალური დანიშნულების გულსართიანები.
  • ხაჭაპური, როგორც ტრადიცია — მისი სახეები და მათთან დაკავშირებული ლეგენდები.
5. ქართული სუფრა, როგორც ხელოვნება
  • ნადიმი, წვეულება და ლხინი.
  • სადღეგრძელო, თამადა და ტოლუმბაში.
  • ქელეხი, შესანდობარი და მისაგებებელი.
  • რიტუალური კერძები ქართულ გასტრონომიულ კულტურაში.