როგორ გადავიღო ფილმი
მასწავლებელი: გიორგი თავართქილაძე
- ხანგრძლივობა
- 3 თვე
- განრიგი
- ორშაბათი, 20:00 · 21 სექტემბრიდან
- ღირებულება
- 280 ლარი თვეში
- ფორმატი
- აუდიტორია
იწყება: 21 სექ. 2026
კურსის შესახებ
კურსი მოიცავს კინორეჟისურის საფუძვლებსა და კინოწარმოების სრულ ციკლს. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ აქციონ საკუთარი იდეა დასრულებულ მოკლემეტრაჟიან ფილმად — სცენარზე მუშაობიდან, გადასაღები მოედნის მართვიდან და მსახიობებთან ურთიერთობიდან საბოლოო მონტაჟამდე. კურსის მთავარი პრინციპია ვისწავლოთ არა მხოლოდ ამბის მოყოლა, არამედ მისი ვიზუალურად ჩვენება. სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას, კურსის ბოლოს კი მონაწილეები პრაქტიკული დავალების სახით სმარტფონით მინი-ფილმს გადაიღებენ.
კურსის გეგმა
1. სცენარი და იდეის განვითარება
- პირველადი ჩანაფიქრი: იდეის მოკლემეტრაჟიან კინემატოგრაფიულ ამბად ქცევა და სცენარზე მუშაობის საფუძვლები.
- ვიზუალური ენა: ტექსტური მასალის ეკრანულ გამოსახულებად გარდაქმნა — როგორ გავაცნობიეროთ ის, რასაც კადრით ვაჩვენებთ.
2. მოსამზადებელი პერიოდი (Pre-production)
- დაგეგმვა და ორგანიზება: ფილმის გადასაღებად საჭირო რესურსების, ლოკაციებისა და გუნდის მობილიზება.
- რეჟისორის ექსპლიკაცია: ფილმის ვიზუალური და კონცეპტუალური სტილის წინასწარი განსაზღვრა.
3. გადასაღები მოედანი (Production)
- პროცესის და მოედნის მართვა: რეჟისორის უშუალო მუშაობა გადასაღებ მოედანზე, კადრირების პრინციპები, ხედი და კადრის სიღრმე.
- მსახიობებთან და ჯგუფთან მუშაობა: კამერასთან, ოპერატორთან, ტექნიკურ ჯგუფთან და მსახიობებთან ურთიერთობის სპეციფიკა.
- პრაქტიკა: კადრის, ხმის, დროისა და რიტმის აგების სავარჯიშოები.
4. პოსტ-პროდაქშენი და ფინალური პროექტი (Post-production)
- მონტაჟი: მონტაჟის პრინციპები და გადაღებული მასალისგან ერთიანი სტრუქტურის აწყობა.
- დასკვნითი ეტაპი: ხმისა და ფერის კორექცია; სმარტფონით გადაღებული მინი-ფილმის საბოლოო სახემდე მიყვანა.